უდინეში, „დაჩია არენაზე,“ ამხანაგური მატჩი გაიმართა. „უდინეზემ“ „ჩელსის“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
ლონდონელთაგან თავი ნგოლო კანტემ, მეისონ მაუნტმა და რაჰიმ სტერლინგმა გამოიჩინეს. სტერლინგისთვის ეს პირველი გატანილი გოლი გახლდათ „ჩელსის“ მაისურით.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „ჩელსიმ“ დაამარცხა „ამერიკა.“ „შარლოტთან“ და „არსენალთან“ კი წააგო. პრემიერლიგის ახალი სეზონი 5 აგვისტოს იწყება. პირველ ტურში (6 აგვისტოს) „ჩელსი“ „ევერტონს“ ეწვევა.