„მილანმა“ დანიელ მალდინი „სპეციაში“ გაანათხოვრა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
20 წლის ფეხბურთელი „სპეციას“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, თუმცა „ბიანკონერის“ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება. მოგეხსენებათ, დანიელი ლეგენდარული პაოლო მალდინის ვაჟია.
დანიელ მალდინი „მილანის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2020 წლიდან 24 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, სწორედ „სპეციას“ წინააღმდეგ, თანაც გამარჯვების მომტანი გოლი.