ფეხბურთი

11:48 | 29.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ახალგაზრდა ბელგიელი ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა

იტალიური "მილანი" "ბრუგეს" ნახევარმცველის, შარლ დე კეტელარეს დამატებას გეგმავს. ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა. ტრანსფერი 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული, რასაც ბონუსებიც ემატება.

პროცესის დაჩქარების მიზნით, თავად ფეხბურთელიც დათმობაზე წავიდა და გადაწყვიტა ხელფასის სახით 2,5 მილიონი ევროს ნაცვლად 2,2 მილიონი ევრო მიიღოს. ხელშეკრლება 2027 წლამდე იქნება გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 21 წლის ბელგიელმა 39 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.116385