რაგბი ევროპის გათამაშების მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა და ამიერიდან ტურნირში 6 ნაკრების ნაცვლად 8 ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
2023 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატს ბელგია, გერმანია და პოლონეთი დაემატნენ. სხვათა შორის, ტურნირიდან მინიმუმ ერთი სეზონით ისევ მოკვეთილია რუსეთის ნაკრები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში 14-ჯერ აქვს მოგებული, მათ შორის ბოლო 15 გათამაშებიდან 13 მოიგო.