მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი კიდევ ერთხელ გამორიცხა.
როგორც ლეგენდარულმა გერმანელმა აღნიშნა, რონალდუ „ბაიერნის“ ფილოსოფიას არ შეეფერება:
„ჩვენ განვიხილეთ კრიშტიანუ რონალდუსთან არსებული მდგომარეობა. მე მას ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ, მაგრამ მივედით დასკვნამდე, რომ მიუხედავად ჩვენი აღტაცებისა, ის არ შეეფერება ჩვენს ფილოსოფიას“, - აღნიშნა კანმა Bild-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ ინგლისური კლუბის დატოვება მიმდინარე ზაფხულს სურს.