ფეხბურთი

12:15 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" იტალიის ნაკრების ფორვარდი დაიმატა

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ „სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ჯანლუკა სკამაკა შეიძინა. „ჩაქუჩების“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

სკამაკას სანაცვლოდ ინგლისელებმა 36 მილიონი ევრო გადაიხადეს, რასაც 6 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება. 23 წლის ფორვარდმა ლონდონურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.

შეგახსენებთ, ჯანლუკა სკამაკამ გასულ სეზონში 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში პსვ ეინდჰოვენში, „კრემონეზეში“, „ცვოლეში“, „ასკოლისა“ და „ჯენოაში“ უთამაშია. იტალიის ნაკრებში მას 7-ჯერ აქვს ნათამაშები, მაგრამ გოლი ჯერ არ გაუტანია.

0.110821