თბილისის „საბურთალოსთან“ მატჩამდე ორი დღით ადრე ბუქარესტის „სტიაუაში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა.
თანამდებობიდან წასული ანტონ პეტრეა ნიკოლაე დიკამ შეცვალა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. დიკა ხვალ თბილისურ კლუბთან მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო მისი ხელმეორე დებიუტი სწორედ „საბურთალოსთან“. ხელმეორე დებიუტი იმიტომ, რომ დიკა „სტიაუას“ 2017-2018 წლებში უკვე წვრთნიდა.
42 წლის ნიკოლაე დიკა საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო და თავის დროზე „სტიაუაში“, „კატანიაში“, „კლუჟსა“ და „ვიტორულში“ უთამაშია, 2003-2010 წლებში რუმინეთის ნაკრებშიც ირჯებოდა, რომლის მაისურით თავი 9 გოლით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, „საბურთალომ“ „სტიაუა“ 1:0 დაამარცხა, საპასუხო მატჩი კი 28 ივლისს, ბუქარესტში გაიმართება.