„პარი სენ ჟერმენმა“ ფრანგი ფეხბურთელი ნორდი მუკიელე დაიმატა. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
მუკიელეს სანაცვლოდ გერმანულმა „ლაიფციგმა“ 10 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით კი ბონუსის სახით 2 მილიონ ევროსაც მიიღებს.
მუკიელე „ლაიფციგში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 146 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ლავალისა“ და „მონპელიეს“ წევრი იყო. საფრანგეთის ნაკრებში მას ერთხელ აქვს ნათამაშები.