„ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ვარსკვლავი, იაია ტურე, „ტოტენჰემის“ აკადემიის მწვრთნელად დაინიშნა - გვამცნობს ტვიტერზე Sky Sports.
ტურემ სათამაშო კარიერა 2019 წელს, 39 წლისამ დაამთავრა. ის ოთხჯერ დაასახელეს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად. „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კოტ’დივუარის ნაკრებთან ერთად კი აფრიკის ერთა თასი.
2021 წლიდან მწვრთნელობა დაიწყო. ჯერ დონეცკის „ოლიმპიკში“ იყო მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, შემდეგ გროზნოს „ახმატში.“