„მილანი“ ლეგენდარული ფეხბურთელის, პაოლო მალდინის შვილს, დანიელ მალდინის „სპეციაში“ გაანათხოვრებს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.
20 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბს იჯარით შეუერთდა, მაგრამ მისი გამოსყიდვის უფლება ან ვარიანტი შავ-თეთრებს არ ექნებათ. ინფორმაცია უახლოეს ხანებში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
დანიელ მალდინი „მილანის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2020 წლიდან 24 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, სწორედ „სპეციას“ წინააღმდეგ, თანაც გამარჯვების მომტანი გოლი.