ბუქარესტის „სტიაუა“ კრიზისშია და მთავარმა მწვრთნელმა ანტონ პეტრეამ პოსტი დატოვა. ყოველ შემთხვევაში რუმინული მედია ამის შესახებ წერს, მაგრამ კლუბს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
სამაგიეროდ, „სტიაუას“ პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ განაცხადა, რომ ბუქარესტის „რაპიდთან“ მარცხის შემდეგ მას პეტრეა დაუკავშირდა და კლუბიდან წასვლის შესახებ აცნობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამის წინააღმდეგი იყო. ბეკალიმ ისიც თქვა, რომ ჯერ არ იცის ვინ შეცვლის მას.
რუმინული პრესა კი წერს, რომ თბილისის „საბურთალოსთან“ „სტიაუას“ მიჰაი მინტილი და კრისტიან ტერმურე უხელმძღვანელებენ - წყვილში. რუმინული კლუბი თბილისელებთან შეხვედრის შემდეგ დაიწყებს მუდმივი მთავარი მწვრთნელის ძებნას.
შეგახსენებთ, თბილისის „საბურთალომ“ „სტიაუა“ პირველ მატჩში 1:0 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი ბუქარესტში 28 ივლისს გაიმართება.