ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი დრის მერტენსი შესაძლოა „სალერნიტანაში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, სალერნოულმა გუნდმა ფეხბურთელს კონტრაქტი უკვე შესთავაზა.
1+1-წლიანი კონტრაქტი 3 მილიონი ევროს ხელფასით. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მას „ნაპოლი“ სთავაზობდა ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ, რაზეც 35 წლის ფეხბურთელმა უარი თქვა. ისიც ვთქვათ, რომ დრისს მარსელის "ოლიმპიკიც" ეპატიჟება.
დრის მერტენსი „ნაპოლიში“ 2013-2022 წლებში თამაშობდა და 397 შეხვედრაში 148 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მანამდე მერტენსი „აპელდოორმის“, „უტრეხტისა“ და პსვ ეინდჰოვენის რიგებში ირჯებოდა.