ფეხბურთი

16:23 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი ჰოლანდის შესახებ: „არ ეტყობა, რაიმე წნეხს განიცდიდეს“

„მანჩესტერ სიტის“ კაპიტანმა, კევინ დე ბრუინმა, ჟურნალისტებს გუნდის ნორვეგიელი ახალწვეულის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ გაუზიარა აზრი.

„ნორმალურია, რომ გულშემატკივრები აღელვებულნი არიან ჰოლანდის მოსვლით. ის უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და როცა ასეთ ფეხბურთელს იმატებ, მოლოდინი ყოველთვის დიდია. ვიმედოვნებ, ერლინგი თავის პოტენციალს სრულად გამოავლენს „სიტიში.“ ახლა ჩვეულებრივ ვარჯიშობს. არ ეტყობა, რაიმე წნეხს განიცდიდეს.“ - ციტირებს ბელგიელი ვარსკვლავის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116931