ფეხბურთი

1:09 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ფრანგ მცველს დაიმატებს

„პარი სენ ჟერმენი“ გერმანული „ლაიფციგის“ მცველ ნორდი მუკიელეს დაიმატებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

მუკიელეს ტრანსფერი პსჟ-ს 12 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები დაუჯდება. ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. ამრიგად, ფრანგი სამშობლოში დაბრუნდება.

მუკიელე „ლაიფციგში“ 2018 წლიდან თამაშობს და 146 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „ლავალისა“ და „მონპელიეს“ წევრი იყო. საფრანგეთის ნაკრებში მას ერთხელ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119386