ფეხბურთი

17:36 | 24.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" მზადაა რონალდუს გამო გრიზმანი გუნდიდან გაუშვას

კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის „ატლეტიკოში“ შესაძლო ტრანსფერზე ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია.

კრიშტიანუ დღემდე მარტო ვარჯიშობს და გუნდთან ერთად მომზადება არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყებამდე მხოლოდ ორი კვირა დარჩა. ინგლისურ კლუბში ეს „ოჯახური მიზეზით“ ახსნეს, მაგრამ ყველა ვარაუდობს, რომ ეს სიმართლე არაა და კრიშტიანუს „იუნაიტედის“ დატოვება სურს.

Times-ი იტყობინება, რომ „ატლეტიკომ“ შესაძლოა, რონალდუს ადგილის გათავისუფლებისთვის ანტუან გრიზმანი ტრანსფერზე დააყენოს. ფრანგი მადრიდელთა რიგებში კიდევ ერთი წლით იჯარითაა, ხოლო მომდევნო წელს ესპანელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ. გრიზმანს „როხიბლანკოში“ ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს, სეზონში 18 მილიონი ევრო, რის გამოც ესპანელებისთვის მისი წასვლა კიდევ უფრო ხელსაყრელია.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.123693