იტალიურ „ნაპოლის“ „სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის, ჯაკომო რასპადორის შეძენა სურს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
როგორც ცნობილია, ნეაპოლელებმა „ნეროვერდის“ 25 მილიონი ევრო შესთავაზეს. „აძური“ ჯოვანი სიმეონეთი ინტერესდება, მაგრამ რასპადორის ვარიანტი ურჩევნიათ, რადგან უფრო მრავალმხრივი მოთამაშეა, ვიდრე არგენტინელი და შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია.
თუმცა, „სასუოლომ“ შეთავაზება უარყო. როგორც მათ თქვეს, „ვესტ ჰემში“ ჯანლუკა სკამაკას ყიდიან და რასპადორისთანაც შელევას ამ ზაფხულს არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, „ნაპოლი“ ფეხბურთელისთვის ბრძოლას აგრძელებს.
22 წლის ფეხბურთელი „სასუოლოში“ 2018 წლიდან თამაშობს და 79 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი, ხოლო იტალიის ნაკრებში 13-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა, გასულ წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.