ფეხბურთი

13:10 | 24.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლი" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა დატოვა

იტალიური „ნაპოლი“ დრის მერტენსმა ოფიციალურად დატოვა. 35 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ამ დრომდე იყო შანსი, რომ ხელშეკრულება ისევ გაეფორმებინა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ მხარეები თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.

როგორც დე ლაურენტისმა აღნიშნა, ბელგიელს 4 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზა სეზონში ხელფასის სახით, რაზეც უარი მიიღო, რის გამოც მას დაემშვიდობა.

მერტენსი „ნაპოლიში“ 2013 წლიდან თამაშობდა და 397 მატჩში 148 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მანამდე დრისი „აპელდოორმის“, „უტრეხტისა“ და პსვ ეინდჰოვენის რიგენში თამაშობდა, ხოლო ბელგიის ნაკრებში 105 შეხვედრაში 21 გოლი აქვს გატანილი.

როგორც ფრანგული მედია წერს, მერტენსის დამატება მარსელის „ოლიმპიკს“ სურს და დიდი შანსია ბელგიელი ლიგა 1-ში გადავიდეს.

0.056744