ფეხბურთი

22:46 | 23.07.2022 | ნანახია 392 - ჯერ

ბენზემა „ბარსელონას“ წინააღმდეგ არ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა „ბარსელონასთან“ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი არანჩა როდრიგესი.

სამაგიეროდ, მართალია ამხანაგურ, მაგრამ „კლასიკოში“ პირველად ითამაშებს ედენ აზარი. სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით მან ვერ მოახერხა „ბარსელონას“ წინააღმდეგ მინდორზე გასვლა.

„რეალ“ – „ბარსელონას“ წინასასეზონო მატჩი ლას ვეგასში 24 ივლისს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120739
სარეკლამო ადგილი - 99
X x X