თურქული „ანკარაგიუჯუს“ შემადგენლობაში გიორგი ბერიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა.
ანკარელები სეზონისთვის ემზადებიან და ამხანაგურ შეხვედრაში „ალანიასპორს“ დაუზავდნენ - 3:3. ბერიძემ თავისი გუნდის შემადგენლობიდან პირველი გოლი გაიტანა, მან თავი მე-19 წუთზე გამოიჩინა.
მოგეხსენებათ, ბერიძე თურქულ კლუბს მიმდინარე ზაფხულს უნგრული „უიპეშტიდან“ შეუერთდა.
„ანკარაგიუჯუ“ ახლახან დაბრუნდა თურქეთის სუპერლიგაში და პირველ ტურში 7 აგვისტოს, „ქონიასპორს“ შეხვდება. ანკარელების რიგებში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ირიცხება, მაგალითად, ესპალი ხესე, იტალიელი ფედერიკო მაკედა და შვეიცარიელი ერენ დერდიოკი.