ფეხბურთი

23:24 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემი" იტალიელ ფეხბურთელს დაიმატებს

იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ თავდამსხმელი ჯანლუკა სკამაკა კარიერას „ვესტ ჰემში“ გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

სკამაკას სანაცვლოდ „ჩაქუჩები“ „სასუოლოს“ 36 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც 6 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება. 23 წლის ფორვარდი ლონდონელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ სკამაკათი პსჟ-ც ინტერესდებოდა, თუმცა, ფრანგებს ინგლისელებმა აჯობეს.

ჯანლუკა სკამაკამ გასულ სეზონში 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში პსვ ეინდჰოვენში, „კრემონეზეში“, „ცვოლეში“, „ასკოლისა“ და „ჯენოაში“ უთამაშია. იტალიის ნაკრებში მას 7-ჯერ აქვს ნათამაშები, მაგრამ გოლი ჯერ არ გაუტანია.

0.114604