კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურს. როგორც Cbs-ი წერს, პორტუგალიელ ფეხბურთელსა და მის საცოლეს, ჯორჯინა როდრიგესს საცხოვრებლად ესპანეთში დაბრუნება სურთ.
წყაროს თანახმად, ამ მიზეზით, რონალდუ მზადაა ხელფასი დაიკლოს და კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელოს. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს „როხიბლანკოს“ ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად უკავშირებენ და როგორც გაირკვა, ტრანსფერის წინააღმდეგი არც დიეგო სიმეონეა.
კრიშტიანუ მზადაა მადრიდში დასაბრუნებლად ხელფასი 30%-ით შეიმციროს, რადგან ესპანეთის ნოსტალგია აქვს და ინგლისში დარჩენა აღარ სურს. 37 წლის ფეხბურთელს "ატლეტიკოს" გარდა, იტალიურ "ნაპოლისაც" უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მას „წითელ ეშმაკებთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება ჯერაც არ დაუწყია.