სხვა

3:03 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოგაჩარმა მე-17 ეტაპი მოიგო, მაგრამ ლიდერობა ვერ დაიბრუნა

ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა, ფრანგული ველომარათონის მე-17, სამთო ეტაპი მოიგო, მაგრამ ლიდერობა მაინც ვერ დაიბრუნა, რადგან ფინიში თითქმის მასთან ერთად გადაკვეთა ლიდერის ყვითელი მაისურით მოასპარეზე დანიელმა იონას ვინგეგაარდმა.

ბოლო აღმართზე (ჰაუტაკამი), რომლის სიგრძე 8 კილომეტრია, საშუალო დახრა კი 7.8 პროცენტი, პოგაჩარმა შეტევა დაიწყო. მას ვინგეგაარდ და ამერიკელი ზეპ კუსი მიჰყვნენ. საბოლოოდ, სლოვენიელმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, რისთვისაც ბონუსად 10 წამი მიიღო. რბოლა მასთან ერთად დაასრულა ვინგეგაარდმა, რომელიც 6 ბონუს წამით დაჯილდოვდა. კუსი ჩამორჩა, მესამე ადგილზე კი პოგაჩარის ამერიკელი თანაგუნდელი ბრენდონ მაკნალტი გავიდა. მეოთხე ადგილს დასჯერდა ტურის 2018 წლის ჩემპიონი, უელსელი გერეინ თომასი.

მე-17 ეტაპზე, რბოლის მონაწილეებს სამი პირველი კატეგორიის სამთო მონაკვეთი ჰქონდათ გასავლელი, რაც პოგაჩარს თეორიულად, ვინგეგაარდთან ჩამორჩენის აღმოფხვრის იმედს აძლევდა. მაგრამ დანიელი არ გატყდა. პოგაჩარმა ფინიშზე, 13-პროცენტიანი აღმართის ბოლო მეტრებზე შეძლო ვინგეგაარდის უკან მოტოვება და ხაზიც პირველმა გადაკვეთა. ეს მიმდინარე ტურზე მის მიერ მოგებული მესამე ეტაპია.

„ბოლო მეტრებამდე ვიბრძოლე. ოტხი წამი წავაგე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. ვერასდროს განსაზღვრავ, თუ როდის შეუტევს ტადეი. ხშირად მაშინ უტევს, როდესაც ამას ნაკლებად მოელი. ყოველთვის მზად უნდა იყო და მე დღეს სწორედ ასე ვიყავი მთელი გზა“, - ყვება ვინგეგაარდი.

აღსანიშნავია, რომ ეტაპის წინ, პოგაჩარის „UAE ტიმ ემირატსში“ სულ ოტხი ველომრბოლი შემორჩა. წინ ეტაპის შემდეგ, გუნდს კიდვ ორი წევრი გამოაკლდა - ეს ეტაპი ლიმიტის მიღმა დაასრულა ესპანელმა მარკ სოლერმა, მე-17 ეტაპზე კი ვერ გამოვიდა პოლონელი რაფალ მაიკა, ვინც ეს გადაწყვეტილება, ტრავმების გამო მიიღო. მაგრამ პოგაჩარი იქადნის, რომ უბრძლველად არაფრის დათმობას აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135115