ფეხბურთი

21:42 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გაგნიძე თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა

გორის „დილას“ ფეხბურთელი ნიკა გაგნიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგის ბინადარ „იუმრანიესპორში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ქართული კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.

„მადლობას ვუხდით ჩვენს კაპიტანს ჩვენი გუნდის მაისურით ჩატარებული თითოეული მატჩისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“, - ნათქვამია „დილას“ განცხადებაში.

ტრანსფერის შესახებ ცნობა დაადასტურა თურქულმა კლუბმა, რომლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ნახევარმცველი „იუმრანიესპორს“ იჯარით და გამოსყიდვის ვარიანტით დაიმატეს.

გაგნიძე „დილას“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა. მან შიდაქართლელთა რიგებში 81 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, 21 წლის გაგნიძეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 19-ჯერ აქვს ნათამაშები.

„იუმრანიესპორი“ თურქეთის სუპერლიგაში წელს აღზევდა და ახალი სეზონის პირველ ტურში 7 აგვისტოს, სტუმრად სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131408