ხვალ, 20 ივლისს, „ბარსელონა“ ამხანაგურ მატჩში“ „ინტერ მაიამის“ შეხვდება, თუმცა მთავარი მწვრთნელი, ჩავი გუნდთან ერთად არ იქნება. საქმე ის არის, რომ კატალონიელი სპეციალისტი აშშ-ის ვიზას ელოდება, რათა მაიამიში გაფრინდეს - წერს AS.
ჩავის იმედი აქვს, რომ დღეს ვიზას მიიღებს და ხვალ დილით მაიამიში ჩავა, თუმცა მატჩს მაინც ვერ მიუსწრებს. სამაგიეროდ გუნდთან ერთად იქნება ლას ვეგასში, სადაც კატალონიელები 24 ივლისს მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან.