„მანჩესტერ სიტიმ“ ახალი, 2022/23 წლების სეზონის მეორე (გასვლითი) ფორმის კომპლექტი წარადგინა. ახალი მაისურების დიზაინი „სიტის“ კლასიკური სტილითაა ნაკარნახევი. დამრეცი შავ-წითელი ვერტიკალური ზოლებით.
ასეთი მაისურები „ქალაქელებს“ 1969 და 1970 წლებში ეცვათ, როცა ინგლისის თასი, ქვეყნის ლიგის თასი და თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს.
პირველად ამ ფორმას მანჩესტერელები 20 ივლისს, მექსიკურ „ამერიკასთან“ ამხანაგურ, წინასასეზონო მატჩში მოირგებენ.