„ანჟის,“ „კრილია სოვეტოვისა“ და „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი, მახაჩ გაჯიევი, მოსკოვში თაღლითობის მიზეზით დაკავეს - წერს Sport-express.ru.
34 წლის გაჯიევი ძებნაში 2021 წლის ბოლოდან ყოფილა და 18 ივლისს, ტვერსკაიას ქუჩაზე, საბუთების შემოწმებისას დაუკავებიათ. ამჟამად მისი დაღესტანში ტრანსპორტირების საკითხი განიხილება.
ცნობისთვის, მახაჩი 2017 წელსაც გაასამართლეს. მაშინ ყიზილიურტის (მისი მშობლიური ქალაქია) საქალაქო სასამართლომ, თაღლითური ქმედებების ჩადენისთვის 2 წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.