„ტორონტოს“ ნახევარმცველმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ, ჟურნალისტებს თავისი არჩევანის შესახებ უამბო.
„MLS შესანიშნავი ჩემპიონატია ჩემთვის. „ტორონტო“ ძალიან კარგი გუნდია ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელით. შემეძლო იტალიაში დარჩენა, მაგრამ მგონია, რომ იქ განვითარება შევწყვიტე. ყველაფერი მოვიგე, რაც კი შეიძლებოდა, იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონობის ჩათვლით. ახლა MLS მაინტერესებს, რომლიშიც, ვიმედოვნებ, უფრო მაღალ დონეზე ავალ. მინდა კლუბის ისტორიაში ჩავწერო ჩემი სახელი.“ - განაცხდა ბერნარდესკიმ პრესკონფერენციაზე.
მანამდე „ტორონტომ“ კიდევ ორი იტალიელი - დომენიკო კრიშიტო და ლორენცო ინსინიე - გაიფორმა.
ბერნარდესკი „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობდა.