ფეხბურთი

10:51 | 19.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ მზადაა პავარს დაემშვიდობოს

მიუნხენის „ბაიერნი“ მზადაა ფრანგ მცველს, ბენჟამინ პავარს დაემშვიდობოს - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

წყაროს ინფორმაციით, ბავარიელები პავარში დაახლოებით 35 მილიონი ევროს მიღებას ფიქრობენ.

პავარი „ბაიერნში“ სხვა გერმანული კლუბიდან, „შტუტგარტიდან“ გადავიდა 2019 წელს. მიუნხენელებთან ერთად ის სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და ორჯერ სუპერთასი. 2019-20 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა.

2018 წელს პავარმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122092