ფეხბურთი

1:33 | 19.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ალეს კიბო დაუდგინდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელ სებასტიან ალეს სიმსივნე დაუდგინდა. ინფორმაცია გერმანული კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

ალემ კლუბის შეკრება დატოვა და გერმანიაში დაბრუნდა, სადაც ინტენსიური სამედიცინო გამოკვლევების შედეგად სათესლე ჯირკვალში სიმსივნე აღმოაჩინეს. უახლოეს დღეებში შემდგომი გამოკვლევები სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრში ჩატარდება.

„დღეს ეს ამბავი შოკი იყო სებასტიან ალესთვის და ყველა ჩვენგანისთვის. BVB-ის მთელი ოჯახი უსურვებს სებასტიანს რაც შეიძლება მალე სრულ გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, მას მალე ჩავეხუტებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მას საუკეთესო მკურნალობა ჰქონდეს“, - განაცხადა „დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა სებასტიან კელმა.

დორტმუნდის „ბორუსია“ ითხოვს, რომ პატივი სცეს ფეხბურთელის და მისი ოჯახის კონფიდენციალურობას და არ დაისვას კითხვები. როგორც კი გვექნება დამატებითი ინფორმაცია, შეგატყობინებთ მოთამაშესთან კონსულტაციის შემდეგ“, - ნათქვამია გერმანული გუნდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ალე „დორტმუნდს“ ცოტა ხნის წინ სარეკორდო ფასად შეუერთდა. მანამდე ის „ოსერში“, „აინტრახტში“, „ვესტ ჰემსა“ და „აიაქსში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112699