მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ლეონ გორეცკა სეზონის სტარტს გამოტოვებს. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.
გორეცკამ მუხლზე ოპერაცია უკვე გაიკეთა, რომლის აღდგენითი პერიოდი დაახლოებით 6-8 კვირა გასტანს. შესაბამისად, არა მარტო სეზონის სტარტს, არამედ მთლიანად პრესეზონსაც გამოტოვებს.
მიუნხენის „ბაიერნი“ მიმდინარე სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 30 ივლისს, „ლაიფციგთან“ გერმანიის სუპერთასზე გამართავს.