ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ „მილანის“ ნახევარმცველის, ისმაელ ბენასერით დაინტერესდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.
„წითელი ეშმაკები“ მზად არიან ალჟირელი ფეხბურთელის სნააცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადონ ან დონი ვან დე ბეეკი ჩართონ ტრანსფერში ფასის შესამცირებლად. სხვა დეტალი ამ ეტაპზე უცნობია.
24 წლის ფეხბურთელი „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 105 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ემპოლის“, „ტურის“, „არსენალისა“ და „არლ-ავინიონის“ ღირსებას იცავდა.