სხვა

22:46 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიელმა მეტიუზმა ტურის მე-14 ეტაპი მოიგო

ავსტრალიელმა მაიკლ მეტიუზმა, ტურ დე ფრანსის მე-14 ეტაპზე შესანშნვი გამრჯვება მოიპოვა. ერთ რბოლაში მან ორჯერ შეძლო მეტოქეების ჩამოტოვება და ფინიშის ხაზი მარტომ გადაკვეთა. დანიელმა იონას ვინგეგაარდმა კი ლიდერის ყვითელი მაისური შეინარჩუნა.

მეტიუზმა პირველი შეტევა, ფინიშამდე 51 კილომეტრით ადრე, დაწინაურებულთა მცირე ჯგუფიდან წამოიწყო. ბოლო აღმართამდე ის მდევართა სამეულმა დაიჭირა. მაგრამ ავსტრალიელმა კიდევ ერთხელ, სწორედ აღმართის (რომლის სიგრძე 3 კილომეტრია, საშუალო დახრა კი - 10.2 პროცენტი) დასაწყისში შეუტია და მიზანს ისევ მიღწია. ამჯერად, მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

მეტიუზმა ფინიშთან 15 წამით მიასწრო იტალიელ ალბერტო ბეტიოლს, რომელმაც მეორე შეტევის შემდგ, მისი გაყოლა სცადა, მაგრამ ფეხები ბოლომდე „არ ეყო“. მესამე ადგილზე ფრანგი თიბო პინო გავიდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურზე, ფრანგ მრბოლებს ეტაპი ჯერ არ მოუგიათ. ტურ დე ფრანსის ისტორიაში, სულ ორი შემთხვევაა, როდესაც ფრანგებმა ერთი ეტაპის მოგებაც კი ვერ შეძლეს. ეს 1926 და 1999 წლებში მოხდა.

ყოველთვის მეორე ან მესამე ვიყავი ხოლმე. ბოლო წლებში ათეულში ხშირად შევდიოდი. სტაბილური ვიყავი, რაც კარგის მანიშნებელია. მაგრამ მოგება მინდოდა. ცოლმა მითხრა, თუ მოგება გინდა, რაღაც ახალი უნდა სცადოო. მეც ვცადე. როდესაც ბეტიოლმა გამასწრო, ჩემი ცოლი და მამაჩემი გამახსენდა. ისინი ყველანაირად ხელს მიწყობენ. ისინი ალბათ ჩემით ამაყობენ“, - განაცხადა მეტიუზმა.

გამარჯვებულს დიდ მანძილზე ჩამორჩნენ ვინგეგაარდი და სხვა ფავორიტები. სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა ლიდერთან ჩამორჩენის შემცირება, ბოლო აღმართზე სცადა. მაგრამ დანიელი ადვილად მიჰყვა. მათ რბოლა ერთად დაასრულეს. მათ შორის სხვაობა ისევ ორი წუთი და 22 წამია. მესამე ადგილზე უელსელი გერეინ თომასია, ვინც ლიდერს ორი წუთით და 43 წამით ჩამორჩება.

კვირის მე-15 ეტაპზე, მონაწილეებს 202.5 კილომეტრი აქვთ გასავლელი როდესიდან კარკასონამდე. ორშაბათს კი ისევ დასვენების დღეა.

0.122392