ფეხბურთი

18:05 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერჟ გნაბრიმ "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ გერმანული გრანდის ვებგვერდი იტყობინება.

გნაბრიმ „ბაიერნთან“ ხელშეკრულება 2026 წლამდე განაახლა, ხოლო მისი ძველი კონტრაქტი 2023 წელს იწურებოდა. თუმცა, მხარეებმა რთული მოლაპარაკებების ბოლოს შეთანხმებას მაინც მიაღწიეს.

სერჟ გნაბრი „ბაიერნის“ წევრი 2017 წლიდანაა და 171 შეხვედრაში 64 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „ჰოფენჰაიმში“, „ვერდერში“, „ვესტ ბრომვიჩსა“ და „არსენალში“ ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118848