ფეხბურთი

2:35 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი გადაწყდა: ლევანდოვსკი “ბარსელონაში” ითამაშებს

რობერტ ლევანდოვსკის საგა დასრულდა - პოლონელი “ბარსელონაში” ითამაშებს! ფაბრიციო რომანომ და ჯანლუკა დი მარციომ ინფორმაცია დაადასტურეს. “ბაიერნს” დღეს სეზონის წინ პრეზენტაცია აქვს, რომელსაც ლევანდოვსკი არ დაესწრება.

გერმანული და ესპანური კლუბები ყველა დეტალზე საბოლოოდ შეთანხმდნენ და მიუნხენელები 50 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს მიიღებენ. თავის მხრივ, პოლონელი “ბარსასთან” პირად კონტრაქტზე ჯერ კიდევ თებერვალში იყო შეთანხმებული. ამრიგად, რობერტმა საწადელს მაინც მიაღწია და ესპანურ გრანდში ითამაშებს.

34 წლის ფორვარდს “ბაიერნთან” კონტრაქტი გაისად ეწურებოდა, რომლის განახლებაზე უარი თქვა, რადგან კლუბის დატოვება და ესპანეთში გადასვლა სურდა.

რობერტ ლევანდოვსკი “ბაიერნმა” 2014 წელს “დორტმუნდიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და მას შემდეგ 375 მატჩში 344 გოლი გაიტანა. პოლონელს “დორტმუნდსა” და პოზნანის “ლეხში” აქვს ნათამაშები.

0.116527