ვეტერანი ბელგიელი მცველი ტობი ალდერვეირელდი სამშობლოში დაბრუნდა და „ანტვერპენის“ ღირსებას დაიცავს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ზოგადად, „ანტვერპენი“ გაძლიერებაზე მნიშვნელოვნად ზრუნავს და დრის მერტენსის გადაბირებასაც ცდილობს. კლუბის სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსია, მთავარი მწვრთნელი კი მარკ ვან ბომელი.
33 წლის ალდერვეირელდი ბოლოს „ალ-დუჰაილში“ თამაშობდა, მანამდე კი „აიაქსის“, „ატლეტიკოს“, „საუთჰემპტონისა“ და „ტოტენჰემის“ წევრი იყო.