ფეხბურთი

14:54 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალიჰამიჯიჩი: "დე ლიხტის ტრანსფერზე ამ დროისთვის კარგ ვითარებაში ვართ"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა მატაის დე ლიხტის ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა, რომ რაღაც საკითხები ამ კუთხით უკვე მოგვარებულია.

ბოსნიელი მენეჯერი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ ამ ეტაპისთვის კარგ სიტუაციაში არიან.

„იუვენტუსთან“ კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კერუბინისთან და ნედვედთან საუბარი. რამდენიმე მოლაპარაკება გვქონდა, ახლა მოთმინება გვჭირდება და ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, კარგ მდგომარეობაში ვართ დე ლიხტის ტრანსფერზე ამ დროისთვის. ახლა უბრალოდ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და დაველოდოთ რა მოხდება. ჩვენ უკვე მოვაგვარეთ რაღაცები და ეს ყველაფერს აადვილებს“, - თქვა სალიჰამიჯიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და ტურინელები მის სანაცვლოდ 90-100 მილიონ ევროს ითხოვენ. როგორც იტალიური მედია იტყობინება, „ბაიერნმა“ „იუვეს“ ჯერჯერობით მხოლოდ 60 მილიონი შესთავაზა, რაზეც ცხადია, უარი მიიღო.

0.113628