რობერტ ლევანდოვსკი ყველაფერს აკეთებს, რომ მიმდინარე ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნი“ დატოვოს.
ფეხბურთელმა ჯერ კონტრაქტის განახლებაზე თქვა უარი, მერე არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ კლუბში დარჩენა არ სურს, ახლა ვარჯიშებზეც აგვიანებს. როგორც Bild-ი იტყობინება, პოლონელმა ფორვარდმა „რეკორდმაისტერის“ დღევანდელ ვარჯიშზე შეგნებულად დააგვიანა, რომ კლუბის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა გაზარდოს.
წყაროს თანახმად, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ 34 წლის ფეხბურთელს „ბაიერნში“ დარჩენა არ სურს და ყველაფერს ცდილობს, რომ კლუბს თავი გაასხვისებინოს.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პოლონელს ყველაზე აქტიურად „ბარსელონას“ უკავშირებენ.