მესუთ იოზილი კარიერას „ბაშაქშეჰირში“ გააგრძელებს. როგორც სტამბოლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, თურქული წარმოშობის გერმანელთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
იოზილი ბოლო ორი სეზონი „ფენერბაჰჩეში“ თამაშობდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 37 მატჩში 9 გოლი გაიტანა, მაგრამ კლუბი დატოვა.
მანამდე იოზილი გელზენკირხენის „შალკეს“, „ვერდერის“, „რეალისა“ და „არსენალის“ წევრი იყო, ხოლო 2009-2018 წლებში გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 92 თამაშში 23 გოლის გატანა შეძლო.