ფეხბურთი

23:33 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ნოზაძე: "ვეცდებით, რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მოვიპოვოთ"

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” ალბანეთის “პარტიზანს” შეხვდება და თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ მატჩისწინა ტრადიცული პრესკონფერენცია გამართა:

რას ელით “პარტიზანისგან” განმეორებით შეხვედრაში?

– მეტოქის რამდენიმე თამაშის მატჩი ვნახეთ, მათ შორის ამხანაგურებიც. ვიცოდით, რომ დაცვიდან ითამაშებდნენ. ახლა, საკუთარ კედლებში თამაშობენ და უფრო მეტად შეგვიტევენ, თუმცა ამისთვის მზად ვართ. ისიც ვიცით, რომ ადგილობრივი გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ გამოვალთ მინდორზე და ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ. პირველ შეხვედრაში ის მატჩი ვერ ვითამაშეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა ვეცდებით ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულები გამოვიდეთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

– მართალია, პირველ მატჩში დამარცხდით, მაგრამ თვლით თუ არა, რომ უპირატესობა მაინც თქვენს მხარესაა, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ახლა გამოცხადდა პაუზა, ალბანეთში კი კარგა ხანია გაჩერებულია…

– ეს ფაქტორი არის გარკვეული უპირატესობა, თუმცა ყველაფერი ხვალ მოედანზე გადაწყდება. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ უნდა ვაჯობოდ მეტოქეს და გამარჯვებულები გამოვიდეთ.

– რა არის “პარტიზანის” ყველაზე ძლიერი მხარე?

– რაც პირველი შეხვედრიდან დავინახე, კარგად თამაშობენ კონტრშეტევაზე. ასევე ჰყავთ, რამდენიმე კარგი ფეხბურთელი.

– “საბურთალოს” ტაქტიკა როგორი იქნება ხვალინდელ მატჩში?

– არ ვაპირებ დღეს მაგაზე საუბარს, თუ რა განლაგებით ვითამაშებთ და რა შემადგენლობით. შესაძლოა, პირველი მატჩის შემდეგ იყოს გარკვეული ცვლილებები. თუმცა, ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალომ" პირველი მატჩი შინ 0:1 წააგო, ხოლო საპასუხო თამაში ტირანაში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

0.128551