დღეს “აჭარაბეთის“ ორგანიზებით “აჭარაბეთ არენაზე“ რევაზ ჩელებაძის ვარკვლავი გაიხსნება.
ეს არის პირველი ვარსკვლავი რომელიც “აჭარაბეთ არენაზე“ გაიხსნება. ამით ტრადიციასაც ჩაეყრება საფუძველი და შეიქმნება ვარსკვლავთა ხეივანი.
“დღეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რა უნდა ვთქვა, ეს არის საუკუნის საჩუქარი, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამაში წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით კი “აჭარაბეთს“, რადგან სწორედ მათი ინიციატივით და მხარდაჭერით იხსნება დღეს ჩემი ვარსკვლავი.
ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ვხედავ რომ ჩემი ამაგი დაფასდა და თანაც სასწაულად დაფასდა“, - განაცხადა რევაზ ჩელებაძემ.