ფილიპო ინძაგი „რეჯინას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია რეჯო კალაბრიელთა ვებგვერდმა დაადასტურა.
ინძაგიმ „რეჯინასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 48 წლის სპეციალისტი ბოლოს „ბრეშას“ ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე „მილანში“, „ვენეციაში“, „ბოლონიასა“ და „ბენევენტოში“ უმუშავია.
„რეჯინა“ მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს, ხოლო სერია A-ში 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ არ უასპარეზია.