გიორგი წიტაიშვილისა და ნიკა კვეკვესკირის „ლეხი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. პოლონეთის ჩემპიონი აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღს“ ვერ გაუმკლავდა.
„ლეხმა“ ერთი კვირის წინ შინ 1:0 მოიგო და ბაქოში პირველივე წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდა, რითაც ორი მატჩის ჯამში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მერე პოლონელებმა ვერაფერი გაახერხეს, აზერბაიჯანში 1:5, ხოლო ორი მატჩის ჯამში 2:5 წააგეს.
წიტაიშვილი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო კვეკვესკირმა მხოლოდ ბოლო 5 წუთი ითამაშა. „ყარაბაღის“ სათადარიგო სკამზე იყო ლუკა გუგეშაშვილი.
„ლეხი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მაგრამ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, რომლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმისა“ და „სლოვანის“ წყვილში დამარცხებულს შეხვდება.