რაგბი

21:13 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ამ გამარჯვებამ ილუზია არ უნდა შეგვიქმნას, რომ 6 ერის დონეს მივაღწიეთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 10 ივლისს ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" ისტორია დაწერა. "ბორჯღალოსნებმა" ისტორიაში პირველად დაამარცხეს ე.წ. "Tier 1"-ის გუნდი. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა იტალიას 28:19 მოუგო.

რა თქმა უნდა, არც მატჩამდე და არც ამ მატჩის მოგებით იმის ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ ამ გამარჯვებით 6 ერის კარს გააღებენ და იქ შეგვიშვებენ, მაგრამ ჩვენ დიდხნიანი შრომის შემდეგ, მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის მოწინავეები ვართ და საჭიროა ახალი, უფრო დიდი ნაბიჯის გადადგმა.

დიდი ხანია გავიარეთ ის პერიოდი, როდესაც ქართული რაგბის და ზოგადად ქართული სპორტის გულშემატკივრებს გვიხაროდა რუსეთთან, პორტუგალიასთან, ესპანეთთან და ამ დონის გუნდებთან გამარჯვებები. ვითხოვთ, მეტ ტესტ გრანდებთან. ასეთი გუნდების წინააღმდეგ მარცხებიც იქნება და ეს ჩვეულებრივია, რადგან გამარჯვების სასწავლებლად, ჯერ მარცხი უნდა ისწავლო." სწორედ, ამისთვის იყო იტალიასთან მოგება უმნიშვნელოვანესი. ამით დავანახეთ მსოფლიო რაგბის, რომ რაგბი არაა კომერციული ტურნირი, ეს კარჩაკეტილობა ამ სპორტს კარგს არაფერს მოუტანს და აუცილებელია მეორე ეშელონის გუნდებს მიეცეთ საშუალება მეტი ეთამაშონ "TIER 1"-ის გუნდებს, რათა მათ შორის არსებული სხვაობა შემცირდეს.

ამით, არც იმის ილუზია უნდა შევიქმნათ, რომ ჩვენ უკვე 6 ერის დონის ნაკრები გვყავს და იტალიას ვჯობნით. ეს ასე ნამდვილად არაა, უბრალოდ დავამტკიცეთ, რომ ასეთ დონეზე თამაში და გამარჯვება შესაძლებელია. ეს არ ნიშნავს, რომ უკვე დიდი გუნდი ვართ. მთავარია, სტაბილურობა. მორაგბეების მეტად გადამზადება, გარკვეულ პიზიციებზე სიღრმეების გაზრდა. ერთი მატჩი შეიძლება მოუგო გრანდს და ეს ბიჭებმა თავიათნთი საოცარი შეუპოვრობით და თავგანწირვით შეძლეს, მაგრამ 6 ერს მეტი სტაბილურობა სჭირდება. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ზუსტად ეს თქვა მატჩის შემდეგ მერაბ შარიქაძემ - "არ ვამბობ, რომ დიდი გუნდი ვართ. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი, მაგრამ როცა მთელი გულით თამაშობ და მთელი გულით გინდა გამარჯვება ყველაფერს შეძლებ."

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენსა და გრანდებს შორის სხვაობა მცირდება.

ავტორი - ტატო ნიკურაძე

0.116017