საქართველოს ნაკრების მორაგბეები დავით ნინიაშვილი ბექა გიგაშვილი ივლისის სერიების კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
ნინიაშვილი და გიგაშვილი ცნობილმა სარაგბო საიტმა Planet Rugby-მ გამოარჩია, განსაკუთრებით დიდი სიამოვნება კი მათ 19 წლის ნინიაშვილის თამაშით მიიღეს.
Planet Rugby-ს რედაქციას არაფერმა მოგვანიჭა სიამოვნება ისე, როგორც 19 წლის ქართველი ფულ-ბექის გარღვევებმა იტალიასთან სეისმურ გამარჯვებაში. მან ინგლისელ ფრედი სტიუარდსა და იაპონელ რიოჰეი იამანაკას აჯობა ამ სიმბოლურში მოსახვედრად.
ბექა გიგაშვილი მთავარი ძალა იყო თავისი ქვეყნის მნიშვნელოვან ტრიუმფში იტალიასთან ქართველი ფორვარდებიდან. ის ბრწყინავდა შერკინებაში. მორკინალებმა მათ ბექებს შესანიშნავი პლატფორმა შეუქმნეს. მან სიმბოლურში მოსახვედრად შოტლანდიელ ზანდერ ფაგერსონსა და ავსტრალიელ ტანიელა ტუპუს აჯობა“, - წერს გამოცემა ქართველ მორაგბეებზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა იტალია ბათუმში 28:19 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.