„ბარსელონას“ ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოს იყო, მაგრამ „რენში“ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას Sport-ი ავრცელებს.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „რენს“ ტრანსფერი შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ სამედიცინო ტესტირება ჩააგდო. ამრიგად, უმტიტის „ბარსაში“ დაბრუნება მოუწევს, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ სამუელ უმტიტი „ბარსელონაში“ 2016 წელს გადავიდა და მას შემდეგ 133 მატჩში 2 გოლი გაიტანა.