ფეხბურთი

20:45 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" დე ლიხტის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

მიუნხენის "ბაიერნი" ტურინის "იუვენტუსისა" და ნიდერლანდების ნაკრების მცველის მატაის დე ლიხტის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

მიუნხენელთა სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, რომელიც 2007-2011 წლებში "იუვენტუსში" თამაშობდა, დღეს ტურინში იყო ჩასული, სადაც როგორც იტალიური კლუბის წარმომადგენლებს, ისე ფეხბურთელის აგენტ რაფაელა პიმენტას შეხვდა.

მან ტურინის აეროპორტის დატოვებისას კომენტარიც გააკეთა: "ვილაპარაკეთ, ვნახოთ, მეტი არაფრის თქმა შემიძლია. მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - აღნიშნა სალიჰამიჯიჩმა.

"იუვენტუსი" 22 წლის მცველში დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვს, ეს შეთავაზება კი ჯერ მიუნხენელებს არ გაუკეთებიათ, მაგრამ ისინი მოლაპარაკებებს აგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს" ნიდერლანდელ ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს.

დე ლიხტი ტურინულმა გრანდმა 2019 წელს „აიაქსიდან“ 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა (ბონუსების ჩათვლით) და მას მერე 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112599