ფეხბურთი

14:50 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარი" უმწვრთნელოდ დარჩა

დონეცკის „შახტარის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი რობერტო დე ძერბიმ დატოვა. ინფორმაცია უკრაინული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

დე ძერბის გარდა, სამსახური დატოვეს მისმა ასისტენტებმა დავიდე პოსანცინიმ, ვინჩენცო ტერეზამ, მარკატილიო მარკატილიმ, აგოსტინო ტიბაუდიმ, მიკელე კავალი, ჯორჯო ბიანკიმ და პაოლო ბიანკომ.

რობერტო დე ძერბიმ „შახტარი“ 2021 წელს ჩაიბარა, მანამდე კი „ფოჯას“, „პალერმოს“, „ბენევენტოსა“ და „სასუოლოს“ თავკაცი იყო.

0.11382