უნგრეთში მიმდინარე ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალიში გავიდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა 3 მეტოქე დაამარცხა.
ლაშა პირველი წრიდან თავისუფალი იყო. მეორე წრეში კი ჯერ ამერიკელი დომინიკ როდრიგესი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი მონღოლელ განბაატარ ოდბაიერს დამატებით დროში აჯობა.
შავდათუაშვილი მეოთხედფინალში იტალიელ ფაბიო ბაზილეს შეხვდა. ბრძოლა დაძაბული გამოდგა და ქართველმა გამარჯვება ასევე დამატებით დროში მოიპოვა. ნახევარფინალში მას პოლონელი მეტოქე - ალამ სტოდოლსკი ელოდება და ოქროს მედლამდე სულ 2 გამარჯვება აშორებს.
გეტყვით, რომ დღესვე 81 კილოგრამ წონუით კატეგორიაში გიორგი შერაზადიშვილმა პირველ წრეში ბრიტანელ ძიუდოისტს აჯობა, ხოლო შემდეგ ნუგზარ ტატალაშვილთან დამარცხდა. ტატალაშვილი რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით გამოდის, მეოთხედფინალშია და იტალიელ ესპოსიტოს ხვდება.