ფიფასა და უეფას ყოფილი პრეზიდენტები იოზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი გაამართლეს. შვეიცარიელსა და ფრანგს ბრალად თაღლითობა და საბუთების გაყალბება ედებოდათ.
თუმცა, ბელინცონას ფედერალურმა სასამართლომ პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმეში, როგორც ბლატერი, ისე პლატინი უდანაშაულოდ სცნო.
შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას პრეზიდენტი 1998-2015 წლებში იყო და პოსტიდან გადაყენების შემდეგ ის 8 წლით ფეხბურთს ჩამოაშორეს. რაც შეეხება პლატინის, ის უეფას პრეზიდენტი 2007-2015 წლებში იყო.