ფეხბურთი

19:12 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სებასტიან ალე "დორტმუნდის" ფეხბურთელია

დორტმუნდის „ბორუსიამ“ სებასტიან ალე დაიმატა. ინფორმაცია როგორც გერმანული კლუბის, ისე „აიაქსის“ ვებგვერდმა დაადასტურეს.

კოტ დივუარელი ფორვარდის სანაცვლოდ „აიაქსმა“ 31 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 3 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება. „დორტმუნდმა“ ალე ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად იყიდა და ფეხბურთელს 9-ნომრიანი მაისური გადასცეს. მხარეებმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

სებასტიან ალემ „აიაქსის“ რიგებში 66 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. ფრანგული წარმოშობის კოტ დივუარელს გერმანიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „აინტრახტის“ ღირსებას იცავდა.

გარდა ამისა, 28 წლის ფეხბურთელს „ოსერში“, „უტრეხტსა“ და „ვესტ ჰემში“ უთამაშია, ხოლო კოტ დივუარის ნაკრების შემადგენლობაში 15 თამაშში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108251